- პროკურატურა
- • სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების მაწარმოებელი სახსელმწიფო სტრუქტურა. გამოდის სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლოში.Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002,• 1. ახორციელებს სისხლის სამართლებრივი დევნას; 2. სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; 3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას. 4. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; 5. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, თხზულებიღი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობის და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; 6. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; 7. კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. პროკურატურის მუშაობას უძღვება გენერალური პროკურორი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. ქვემდგომ პროკურორებს თანამდებობაზე თავად გენერალური პროკურორი ნიშნავს. კანონმა პროკურორებითვის, ისევე როგორც მოსამართლეებისთვის, გაითვალისწინა საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელსაც საქართველოს იუსტიციის საბჭო ატარებს. პროკურატურაზე კონტროლის განხორციელების უფლება, კანონით მინიჭებული ფარგლების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურის დაცვით, მინიჭებული აქვთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას. ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ განსაზღვრავს გამოცდების ჩატარების წესს, ასევე პროკურატურის უფლებამოსილებას, ორგანიზაციას, საქმიანობის წესსა და ა.შ..Source: სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002,• სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონიერების დაცვის ფუნქციას.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.• 1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურატურა: წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; ზედამხედველობს მოკვლევის კანონიერებას; სრული მოცულობით ატარებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეების წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს. 2. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. 3. პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. 4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის.Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
Georgian encyclopedia. 2013.